გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

რეალმა ჩემპიონთა ლიგა წარმატებით დაიწყო

გააზიარეთ

მადრიდის რეალმა უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება წარმატებით დაიწყო. ჟოზე მაურინიოს გუნდმა ,,სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე მილანის ინტერი 2:1 დაამარცხა.

,,სამეფო კლუბი” წინ მე-14 წუთზე გავიდა. ბრაიმ დიასის პასით ანგარიში ფრანგმა კილიან მბაპემ გახსნა.

23-ე წუთზე მეკარე  მარტინესის შეცდომით რეალი ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა.
ინტერის  კარის დარაჯმა მცველისგან ბურთი მიიღო და უწყინარ სიტუაციაში ფინტის გაკეთების მცდელობისას გოლი ფედერიკო ვალვერდეს გაატანინა.

ტაიმის მიწურულს ინტერის მეკარემ  ჯოზეფ მარტინესმა კარი გაშვებული გოლისგან ერთ ეპიზოდში ორჯერ გადაარჩინა. მან ჯერ კილიან მბაპეს დარტყმული მოიგერია,, შემდეგ კი ჯუდ ბელინგემის ახლო მანძილიდან დარტყმულიც გაანეიტრალა.

მეორე ტაიმი ინტერმა უკეთ ჩაატარა. მილანელებმა რეალის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.
77-ე წუთზე ინტერმა სხვაობა შეამცირა. არგენტინელ ლაუტარო მარტინესის პასით, გოლი ბრაზილიელმა კარლოს ავგუსტომ გაიტანა.

დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გავიდა და რეალმა გამარჯვება იზეიმა.

რეალი (ესპანეთი) 2:1 ინტერი (იტალია)
1-0 მბაპე (14), 2-0 ვალვერდე (23), 2-1 კარლოს ავგუსტო (77)

ბრიუგე (ბელგია) 2:3 ასტონ ვილა (ინგლისი)
0-1 მაკგინი (11),1-1 ვეტლესენი (19), 1-2 ბუენდია (22), 1-3 ჯექსონი (43), 2-3 ტრესორდი (61 პენ.)

აეკი (საბერძნეთი) 1:0 ლასკი (ავსტრია)
1-0 მარინი (21)

ლილი (საფრანგეთი) 2:3 ბეტისი (ესპანეთი)
1-0.უედა (12) 1-1 ბარტრა (33), 2-1 ალექსანდრო (36), 2-2 ბარტრა (49) 2-3 პეროტი (53)
გაძევება: მბაპე (56) – ლილი.

პორტუ (პორტუგალია) 0:2 მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
0-1, 0-2 ჰოლანდი (47, 90+1)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები