გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა იწყება

გააზიარეთ

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლის გათამაშება იწყება.

პირველი ტურის მატჩები სამ დღეზეა გადანაწილებული.
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ითამაშებს.
ესპანური კლუბი სტუმრად, დორტმუნდში ადგილობრივ ბორუსიას დაუპირისპირდება.

პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მადრიდის ,,სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე მილანის ინტერი და მადრიდის რეალი შეხვდებიან.

ინტერი და რეალი აქამდე ერთმანეთს 19-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან
,,სამეფო კლუბმა” 10 მატჩი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ხოლო 7 შეხვედრა იტალიური კლუბის გამარჯვებით დასრულდა.
რეალმა ინტერთან ბოლო შვიდი შეხვედრიდან, ექვსი მოიგო. ერთი კი ფრედ ითამაშა.
ინტერს 1998 წლის, 25 ნოემბრის შემდეგ რეალისთვის აღარ მოუგია.

ინტერი დღევანდელ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. მილანელებმა სერია A-ში ნაპოლი უხვგოლიან ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.
იმ შეხვედრაში ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. არგენტინელმა დუბლი გაიფორმა. ერთი გოლი კი ფრანგმა მარკუს ტიურამმა შეაგდო.
რეალმა კი მიმდინარე ლა ლიგაში პირველად წააგო.
სამეფო კლუბს სევილიის ბეტისმა 1:0 სძლია. ბოლო წუთებზე კილიან მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა.

რეალს დღევანდელ მატჩში
ტრავმის გამო რაულ ასენსიო, ედერ მილიტაო, ფერლან მენდი და როდრიგო არ ეყოლება. წინა ტურნირიდან წითელი ბარათები გადმოყვათ, ამიტომ დისკვალიფიცირებულები არდა გიულერი, ედუარდო კამავინგა და ბერნანდო სილვა არიან.
ინტერის ლაზარეთში, მხოლოდ ფედერიკო დიმარკო იმყოფება. მას მუხლის ტრავმა აწუხებს.

ესეც დღევანდელი მატჩების განრიგი:
8 სექტემბერი
ბრიუგე (ბელგია) VS ასტონ ვილა (ინგლისი)
დასაწყისი: 20:45 სთ.
აეკი (საბერძნეთი) VS ლასკი (ავსტრია)
დასაწყისი: 20:45 სთ.

დორტმუნდი (გერმანია) VS ვილიარეალი (ესპანეთი)
დასაწყისი: 23:00 სთ.

რეალი (ესპანეთი) VS ინტერი (იტალია)
დასაწყისი: 23:00 სთ.
.
ლილი (საფრანგეთი) VS ბეტისი (ესპანეთი)
დასაწყისი: 23:00 სთ.

პორტუ (პორტუგალია) VS მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
დასაწყისი: 23:00 სთ.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები