გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ტრავმა მოსალოდნელზე მძიმეა – როდის დაბრუნდება პალმერი

გააზიარეთ

ლონდონის ჩელსის ლიდერმა, კოულ პალმერმა, ახალი სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მთავარი მიზეზი კი გაუთავებელი ტრავმიანობაა.

პალმერმა ტრავმა ვესტ ჰემთან მიიღო, რის შემდეგაც რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ საზარდულის დაზიანება გაუმიზეზდა.

ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა დღეს ენცო მარესკამ დაადასტურა, რომ პალმერის ტრავმა იმაზე მეტად მძიმეა, ვიდრე ვარაუდობდნენ:

“სამწუხაროდ შევცდი, პალმერი კიდევ ექვსი კვირა ვერ დაგვეხმარება. ის ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ გვინდა, კოულის ჯანმრთელობას მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა დღეს არისტოკრატების თავკაცმა.

ჩელსის შემადგენლობაში პალმერის დაბრუნება დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები