გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

აგენტი: გულიაშვილმა რუსეთში წასვლაზე თქვა, რომ…

გააზიარეთ

ახალი სეზონი გიორგი გულიაშვილისთვის რთულად დაიწყო — ბოსნიურ სარაევოში ჯერჯერობით ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას, და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა. კლუბიც განსაკუთრებულ შედეგებს ვერ დებს, რის გამოც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გულიაშვილის შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად იწერება.

ბოსნიური მედიის ცნობით, ქართველი შემტევით ინტერესდებიან როგორც რუსული გრანდები, ასევე რამდენიმე თურქული კლუბი. კონკრეტული სახელები არ ხმაურდება, თუმცა საუბარია 2–3 მილიონიან წინადადებებზე.

ფეხბურთელის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა Lelo.ge-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა რუსულმა კლუბმა უკვე გაგზავნა ოფიციალური შეთავაზება სარაევოს მისამართით:

„საუბარია 2,5–3 მილიონზე და კლუბიც თანახმა იყო, მაგრამ გიორგიმ პირდაპირ თქვა, რომ რუსეთში წასვლას არ აპირებს. მიუხედავად დიდი მონდომებისა, ეს ტრანსფერი აღარ შედგება,“ – აღნიშნა აგენტმა.

ლილუაშვილის თქმით, სერიოზული ინტერესი არსებობდა ავსტრიულ შტურმთანაც, თუმცა ამჯერად „სარაევომ“ უარი თქვა. „კლუბს ჩემპიონობის ამბიცია აქვს და შესაბამისად, გიორგი სეზონის ბოლომდე დარჩება ბოსნიაში. თუმცა ჩემი აზრით, სწორია, როცა მოთამაშეს შესაძლებლობა ეძლევა ახალ ეტაპზე გასვლის,“ – დასძინა მან.

ამ ეტაპზე გულიაშვილი სარაევოში რჩება, თუმცა მისი მომავალი კვლავ აქტიური განხილვის საგანია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი