გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალეკსანდრ ჯიკიჩი: არ ვაპირებ რაღაცეები დავუშვა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან  (61:90) დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის თავკაცმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ისაუბრა.

„ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი ძალიან წარმატებულად დაიწყო. ჩვენ მატჩის საწყის მეოთხედში დალაგებულად ვითამაშეთ, შემდეგ რამდენიმე კალათბურთელმა სხვაგვარი სახე გამოაჩინა და ამან მეტოქეს მატჩის მოტრიალების საშუალება მისცა. ესპანელებმა მეტი თავდაჯერება იგრძნეს და თამაში სასურველ რიტმში გადაიყვანეს. შედეგს ყველა ხედავთ. ამდენად, არის რაღაც საკითხები, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სანამ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, არ ვაპირებ ასეთი რაღაცები დავუშვა“, – თქვა ჯიკიჩმა.

გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ მოგება არ აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც აქვთ. საამისოდ, სამეულში მოხვედრაც საკმარისია. ერთია, საჭირო რაოდენობის ქულებით გადასვლა გაუჭირდება.

ჯიკიჩის გუნდი გაისად თებერვალ-მარტში დანიელებს ჯერ სტუმრად ეთამაშება, შემდეგ – შინ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი