გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ამერიკული მედია: “ბითაძე ამ გუნდის პრობლემებს მოაგვარებდა”

გააზიარეთ

NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო, საქმეში ორი ქართველი, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც ჩაერთვნენ.

ორლანდო მეჯიქის მთავარი მწვრთნელი ბითაძეს კვლავ სათადარიგო სკამიდან ათამაშებს და უფრო დიდ აქცენტს ვენდელ კარტერ ჯუნიორზე აკეთებს, ბითაძის დრო კი საკმაოდ მწირია.

ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Bleacher Report ბითაძის თაობაზე წერს და მის მოყვანას ბოსტონ სელტიკსს ურჩევს:

“ბოსტონი ახალ სეზონს ცენტრის პოზიციაზე სისუსტეებით ხვდება. გოგა ბითაძე მათ პრობლემებს მოაგვარებდა, რომელმაც ორლანდო მეჯიქის რიგებში თავი კარგად გამოიჩინა და დაცვაში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

მას ხელსაყრელი კონტრაქტიც აქვს, რადგან წლევანდელ სეზონში რვა, ხოლო შემდეგ სეზონში შვიდ მილიონს გამოიმუშავებს”, – წერს გამოცემა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი