გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ამხანაგური ფარერებთან

გააზიარეთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება. მატჩი 5 ივნისს, თბილისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის და ბულგარეთის ნაკრებები არიან. მატჩები 2025 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

შესარჩევ ეტაპს თბილისური მატჩებით ვიწყებთ – 4 და 7 სექტემბერს თურქეთსა და ბულგარეთს ვუმასპინძლებთ. თუმცა, ერთა ლიგის ფლეი ოფში, სომხეთთან მატჩის შემდეგ სტადიონზე მომხდარი არეულობების გამო, დიდი შანსია ორივე მატჩი უმაყურებლოდ გაიმართოს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები