გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილი საფრანგეთში რჩება? – ლიგა 1-ის სამი კლუბი ქართველზე ნადირობს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი, სავარაუდოდ, ზაფხულში “სენტ-ეტიენს” დატოვებს და კარიერას ისევ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. მისი მომავალი ფრანგულ მედიაში უკვე აქტიურად განიხილება.

როგორც ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაში იუწყება, დავითაშვილის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს “სტრასბური”, რომელმაც Ligue 1-ს მიმდინარე სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა. თუ საფრანგეთის თასს “პსჟ” მოიგებს, სტრასბური კონფერენსლიგის საგზურსაც მიიღებს. კლუბს შეტევის გაძლიერება სჭირდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ემანუელ ემეგას დაკარგვა მოსალოდნელია, და დავითაშვილი ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილება.

დაინტერესების შესახებ წერს ფრანგული გამოცემა Le Progrès–იც, რომლის მიხედვითაც, სტრასბურისთვის ზურიკო რეალური ტრანსფერია, თუმცა მისით ასევე ორი სხვა კლუბიც ინტერესდება.

პირველი ვარიანტი “პარიზია”, რომელიც ლიგა 1-ში ახლახან აღზევდა და აქტიურად აძლიერებს შემადგენლობას. ძირითადი სამიზნე მათთვის ლუკა სტასინია, თუმცა თუ ბელგიელთან შეთანხმება ვერ შედგა, დავითაშვილი მთავარ ალტერნატივად ითვლება. კლუბს მარცხენა ფლანგზე სტაბილური ფეხბურთელი აკლია, ჟულიენ ლოპესმა სეზონი საშუალოდ ჩაატარა (31 თამაში, 3 გოლი, 1 ასისტი), რის გამოც ზურიკოს ძირითადში ადგილის დამკვიდრება რეალური ჩანს.

მესამე კანდიდატად სახელდება “ბრესტი”, რომელმაც ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა. გუნდს საჭირო პოზიციებზე გაძლიერება სურს და დავითაშვილის უნივერსალურობა დამატებით პლიუსად მიიჩნევა. თუმცა, ფრანგული პრესის მიხედვით, ბრესტისთვის მთავარი დაბრკოლება ქართველი მოთამაშის ფასი იქნება – “Transfermarkt”-ის შეფასებით, ზურიკოს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა Ligue 1-ის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. აქედან ოთხი გოლი მან საჯარიმოს გარედან გაიტანა. მას ამ კომპონენტში ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი აქვს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები