გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

არგენტინა – ინგლისი მატჩი მუნდიალის ფინალისთვის

გააზიარეთ

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ფინალისტი გამოვლინდება.

ატლანტას ,,მერსედეს ბენც არენაზე” მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ინგლისის ნაკრებმა არგენტინის მსგავსად, მიმდინარე მუნდიალზე ძირითად დროში ოთხი თამაში მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.

არგენტინა და ინგლისი აქამდე ერთმანეთს ამხანაგური მატჩების ჩათვლით 14 -ჯერ შეხვედრიან.

ინგლისმა სამხრეთ ამერიკელებს 6-ჯერ მოუგო.
არგენტინამ ბრიტანელებთან 3-ჯერ გაიმარჯვა.
5 ბრძოლა ფრედ დასრულდა.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე ინგლისი და არგენტინის გზები 5-ჯერ გადაიკვეთა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 1986 წელს, 1/4 ფინალში ჩატარდა.
ეს ის შეხვედრაა, სადაც ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ გოლი ხელით გაიტანა და შემდეგ მას ,,ღმერთის ხელით” გატანილი გოლი უწოდა.
ამავე მატჩი მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა.
მან თითქმის ნახევარი ინგლისის ნაკრები მოატყუა და შილტონის კარში ბურთი ასე შეაგდო.
თუმცა იმ დროს ,,VAR”-ი, რომ ყოფილიყო ეს ულამაზესი გოლი არ ჩაითვლებოდა, რადგან სანამ მარადონა ბურთს მიიღებდა, იქამდე არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი თამაშის წესს არღვევდა.

ეს მატჩი არგენტინამ 2:0 მოიგო.
1962, 1966 და 2002 წლების მუნდიალებზე ინგლისმა არგენტინას სძლია.
1998 წელს კი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა.
პენალტების სერიაში კი არგენტინამ გაიმარჯვა.

არგენტინა – ინგლისის შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები