გამოგვიწერეთ

MMA

“არ მეგონა, ყველაფერი თუ ასე დასრულდებოდა” – შონ ო’მალის კომენტარი

გააზიარეთ

“მანქანამ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. მერაბ დვალიშვილმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მეტოქე – შონ ო’მალი დაამარცხა. ქართველი მებრძოლი ბრძოლის დაწყებამდე აცხადებდა, რომ ფინიშზე აპირებდა მუშაობას და ასეც მოხდა – მესამე რაუნდში მეტოქე “სამბიშენით” დაამარცხა.

ბრძოლის დასრულებისთანავე დვალიშვილმა გამარჯვება ტრადიციულად ემოციურად აღნიშნა, შონ ო’მალისთვის კი ეს ღამე უმძიმესი აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, ეს შესაძლოა მისი ბოლო გამოსვლა ყოფილიყო ოქტაგონზე.

ბრძოლის შემდეგ ო’მალიმ გულახდილი კომენტარი გააკეთა:

“არ მეგონა, ყველაფერი თუ ასე დასრულდებოდა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მომეცა. მყავს შვილები – 2 კვირისა და 4 წლის, ასევე იდეალური ცოლი. მოუთმენლად ველოდები მათთან დაბრუნებას” , – განუცხადა შონ ო’მალიმ ჯო როგანს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA