გამოგვიწერეთ

MMA

13-დან 13 – მერაბი ლეგენდების გვერდით!

გააზიარეთ

ქართველი მებრძოლი კვლავაც დაუნდობელია – მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი კარიერაში უკვე მეორედ დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი ზედიზედ მეორედ შეინარჩუნა.

განსხვავებით წინა დაპირისპირებებისგან, ამჯერად დვალიშვილმა ჩხუბი მისთვის არატრადიციული გზით მოიგო – “მანქანამ” მეტოქე მეორე რაუნდში ეფექტური საბმიშენით დააფინიშა და საოცარი სტატისტიკა – 13 ბრძოლა ზედიზედ გამარჯვებით დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში უდიდეს მებრძოლებს შორის უკვე სერიოზულად განიხილება. ქართველს ახლა უკვე იგივე გამარჯვებათა სერია აქვს, რაც ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და დემეტრიუს ჯონსონი.

UFC-ის აბსოლუტური რეკორდის – 16 გამარჯვების გასამეორებლად მერაბს კიდევ სამი მოგება სჭირდება. თუ ამასაც მიაღწევს, ის გაუთანაბრდება ანდერსონ სილვას – ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლეგენდას ამ სპორტის ისტორიაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA