საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასა და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს წყალტუბოში პირველი ვარჯიში გამართა. ტყიბულის მეშახტეს შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოსამზადებელ ეტაპს დინამო ბათუმიდან – ლუკა წულუკიძე და წყალტუბო სამგურალის საყრდენი, ცოტნე ბერელიძე შეუერთდნენ.
ალექსანდრე ნარიმანიძე:
„მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია. ჯგუფში ცოტა რთული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ორივე თამაში მოვიგოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვფიქრობ, ყველანი მზად არიან ორივე მატჩის მოსაგებად და მჯერა, რომ დადებითად დავასრულებთ ამ შეკრებას“.
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბ), რევაზ კურტანიძე (იბერია1999);
მცველები: გიორგი გვასალია, საბა ხარებაშვილი (ორივე დინამო თბ), ლუკა ლაცაბიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფ), დავით ბუკია (ტორპედო), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი, ანდრია ბართიშვილი (ორივე იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე, ლუკა წულუკიძე (ორივე დინამო ბთ), ალეკო ბასილაძე (ტორპედო), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ცოტნე ბერელიძე (სამგურალი);
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი, ავსტრია).
რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იგივე მოედანზე, იდენტურ დროს, 31 მარტს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
F ჯგუფს 5 ტურის 15 ქულით საბერძნეთი ლიდერობს; 12 ქულით მეორე ადგილზე გერმანიაა; ჩრდილოეთ მაკედონიას შვიდი ქულა აქვს; საქართველო ხუთი ქულით მეოთხეა; ლატვიას ოთხი ქულა აქვს, ხოლო მალტა უქულოა.