გამოგვიწერეთ

ნაკრები

სავარაუდო დებიუტანტების საჩუქრები და კომენტარები

გააზიარეთ

26 მარტს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში, თბილისში, ისრაელს უმასპინძლებს. ეროვნულ გუნდში დებიუტისთვის ორი ფეხბურთელი ემზადება: გიზი მამაგეიშვილი, რომელიც პირველად არის გამოძახებული და ილია ბერიაშვილი, ვინც ვილი სანიოლიმ მანამდეც გამოიძახა, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

სავარაუდო დებიუტანტებს სიმბოლური საჩუქრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა, რის შემდეგ ახალწვეულებმა კომენტარები გააკეთეს.

გიზი მამაგეიშვილი:

„ეს თარიღი ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერება, რომელიც არასდროს წაიშლება და ყოველთვის მემახსოვრება. რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მიზნად სწორედ ნაკრებში მოხვედრა მქონდა დასახული და ამ მიზნის განხორციელებაში ასაკობრივ გუნდებში თამაში ძალიან დამეხმარა“.

ილია ბერიაშვილი:

„მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, არ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, მაგრამ ასეთ დროს ემოციები თავს მაინც იჩენს. შინ არცერთი ნივთი არ მაქვს ჩარჩოში გამოფენილი, მაგრამ ეს საჩუქარი საპატიო ადგილს ნამდვილად დაიკავებს“.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ისრაელის მატჩი 26 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები