გამოგვიწერეთ

ნაკრები

ხვიჩა კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია

გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა, ეროვნულ გუნდს ახალი კაპიტანი სჭირდებოდა. ვილი სანიოლისა და ფეხბურთელების საერთო გადაწყვეტილების შემდეგ, გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

ახალმა კაპიტანმა პირველი კომენტარიც გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელია:

„კაპიტნობა ძალიან დიდი დაფასებაა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პასუხისმგელობას მანიჭებს. თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი ვიყო. გუნდში გვყავს მნიშვნელოვანი მოთამაშეები, ლიდერები. კაპიტნის სამკლაური არ ნიშნავს, რომ სხვა ფეხბურთელებს ლიდერის თვისებები არ ჰქონდეს და ის არ გამოავლინოს. გასახდელში ერთი გუნდი ვართ, ჩემთვის თითოეული მათგანი კაპიტანია. მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ. კიტეიშვილი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს. იმედი მაქვს, ერთად ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება. კაპიტნობა დიდი ტვირთია, მაგრამ ჩემი აზრით, შევასრულებთ იმას, რაც გვევალება“.

კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს აქამდეც უკაპიტნა და ეს სულ სამჯერ მომხდარა: 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში – ბულგარეთის ნაკრებთან.

კვარაცხელიას ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 გოლი გაიტანა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები