გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდულ ნაკრებს ბასილაძეც გამოაკლდა

გააზიარეთ

27 და 31 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ქუთაისში ჯერ ლატვიას უმასპინძლებს, შემდეგ – მალტას.

მოახლოვებული მატჩების წინ გუნდმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. 21 წლამდელებში კიდევ ერთი დანაკლისია – ნაკრებმა ალეკო ბასილაძის გარეშე ივარჯიშა.

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბ), რევაზ კურტანიძე (იბერია1999);

მცველები: გიორგი გვასალია, საბა ხარებაშვილი (ორივე დინამო თბ), ლუკა ლაცაბიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფ), დავით ბუკია (ტორპედო), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი, ანდრია ბართიშვილი (ორივე იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე, ლუკა წულუკიძე (ორივე დინამო ბთ), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ცოტნე ბერელიძე (სამგურალი);

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი, ავსტრია).

შეგახსენებთ, F ჯგუფს 5 ტურის 15 ქულით საბერძნეთი ლიდერობს; 12 ქულით მეორე ადგილზე გერმანიაა; ჩრდილოეთ მაკედონიას შვიდი ქულა აქვს; საქართველო ხუთი ქულით მეოთხეა; ლატვიას ოთხი ქულა აქვს, ხოლო მალტა უქულოა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები