გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალი კაპიტანი და ვარჯიში არასრული შემადგენლობით

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მარტის შეკრების მეორე ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად ისევ არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა გოგლიჩიძეს.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი – ოთარ კაკაბაძე.

კვარაცხელია ნაკრების კაპიტანი მანამდეც ყოფილა, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად გახდა. აქამდე პრივილეგია გურამ კაშიას ჰქონდა, ვინაც სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა. ხვიჩამ ეროვნულ გუნდს აქამდეც უკაპიტნა და მხოლოდ სამ მატჩში: 25 წლის ფეხბურთელმა გუნდი მოედანზე 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან გაიყვანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი), ლაშა დვალი (ცსკა 1948), ლუკა გადრანი (ბეითარი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), ირაკლი აზაროვი (შახტარი);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი).

საქართველო-ისრაელის ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები