გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ახალციხის სამცხე მომდევნო სეზონიდან ისტორიულ სახელს – მესხეთს დაიბრუნებს

გააზიარეთ

ახალციხის სამცხე მომდევნო სეზონიდან ისტორიულ სახელს – მესხეთს დაიბრუნებს.

ახალციხის სამცხეს მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის თქმით, კლუბი მომდევნო სეზონიდან ისტორიულ სახელწოდებას – მესხეთს დაიბრუნებს.

„ჩვენ გვინდოდა, რომ გუნდისთვის სახელი წელსვე შეგვეცვალა და სამცხის მაგივრად მესხეთი დაგვერქვა, მაგრამ განაცხადის გაკეთება ცოტა დაგვიანდა. მომავალ სეზონში უკვე ოფიციალურად მესხეთი ვიქნებით, რადგან ეს ტრადიციული გუნდია,“ – აღნიშნა სოსიაშვილმა Leadersport-თან საუბარში.

ისტორიულად, მესხეთი 2005 წელს დაარსდა და იმავე სეზონიდან საქართველოს პირველ ლიგაში ასპარეზობდა. 2007 წელს კი კლუბმა უმაღლეს ლიგაში გადასვლა მოახერხა. წარსულში იურიდიული მიზეზების გამო ორი მესხეთის ერთდროული არსებობა შეუძლებელი იყო, რის გამოც გუნდმა დროებით სამცხის სახელწოდება მიიღო.

ცნობისთვის, ახალციხის საფეხბურთო გუნდი სამცხე ამჟამად რეგიონული ლიგის “ბ” ჯგუფშია და 12-დან 12-ივე მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი