გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბათუმი სუპერლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

გააზიარეთ

სუპერლიგის ფინალური სერია დაძაბულ და უშეღავათო ბრძოლებში მიმდინარეობს.

ბათუმი-თსუ 81:76

(21;14; 21:27; 15:19; 24:16)

ბუბა ბერიშვილის ბათუმმა საწყისი 14-ქულიანი უპირატესობა გაანიავა, მესამე პერიოდში კი, უკვე თავად აღმოჩნდა 10-ქულიან დეფიციტში, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა.

სტარტზე ზღვისპირელები 21:7 დაწინაურდნენ, მაგრამ თსუ-მ თამაში მალევე დაალაგა და პირველი პერიოდი შვიდი ქულით დათმო. მეორე მეოთხედიდან ინიციატივას უკვე თბილისელები დაეუფლნენ და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

მესამე ათწუთეულში თსუ-მ პერიმეტრის გაკონტროლება შეძლო, რის შედეგ სტუდენტები 10 ქულითაც კი დაწინაურდნენ. ბათუმის სამწვრთნელო შტაბმა წუთშესვენება აიღო, აქცენტი დაცვის გამაგრებაზე გააკეთა, რის შემდეგ თსუ-ს შეტევა სრულიად გააჩერა. მასპინძლებმა დავით ლომიძისა და მაირინ ტომასის ზუსტი ტყორცნებით, რასაც გიორგი ოჩხიკიძის სამქულიანიც დაერთო, ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრეს და მატჩის ბოლო ნაწილი ნამდვილ დრამად აქციეს.

გადამწყვეტ წუთებზე ნამდვილი ნერვების ომი გაჩაღდა. მასპინძელმა კარსონ ბაშამმა ეფექტური ჩატენვებითა და დაფარებებით დარბაზი ფეხზე დააყენა, ხოლო თსუ-ს მხრიდან ალექსანდრე ფევაძე სამქულიანებით გუნდს ინტრიგას ბოლომდე უნარჩუნებდა. საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ფევაძემ შორეული სროლით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო წამებზე ბათუმელებმა დაცვაში ფანტასტიკურად ითამაშეს – აკაკი დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო, რასაც თსუ-ს აცილებული საჯარიმოები და დავით ლომიძისა და საბა სალაძის ზუსტი სროლები მოჰყვა.

საბოლოოდ, ბათუმმა უმძიმეს ბრძოლაში 81:76 იმარჯვა. მასპინძლებს 20 ქულითა და 14 მოხსნით მაირინ ტომასმა ულიდერა; დავით ლომიძემ 19 ქულა მიითვალა; სტუმართა რიგებში 20 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე გახლდათ.

ბათუმი სერიაში 2:1 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი, 28 მაისს, ისევ აჭარის მთავარ ქალაქში გაიმართება. თუ ზღვისპირელები მოიგებენ, ჩემპიონობას გაიფორმებენ. სხვა შემთხვევაში, გადაწმყვეტი მატჩი 30 მაისს უკვე დედაქალაქში ჩატარდება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი