გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბათუმმა სერია გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მიიღო

გააზიარეთ

სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩი ბათუმმა დამაჯერებლად მოუგო თსუ-ს, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

თსუ-ბათუმი 63:91

(15:26; 18:21; 17:16; 13:28)

ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბათუმმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს. ზღვისპირელებმა საწყის წუთებზევე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ.

პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა 26:15 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე სტუმრები ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდნენ – 47:33; მესამე ათწუთეული ერთადერთი იყო, რომელიც თსუ-მ მოიგო, ისიც მინიმალური სხვაობით; ბოლო პერიოდში სხვაობამ კარგა ხანს 13-17 ქულის ფარგლებში იტრიალა, საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე კი, უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა. მატჩის ბოლო წუთზე კი მთლად კატასტროფული და ფინალური სერიისთვის შეუფერებელი სხვაობა დაფიქსირდა და სტუდენტებმა 28 ქულით წააგეს.

გამარჯვებულებს 26 ქულითა, 12 მოხსნითა და 6 პასით მაირინ ტომასმა ულიდერა; 16 ქულა დავით ლომიძის აქტივშია; კარსონ ბაშამმა და აკაკი დვალიშვილმა გუნდს 11-11 ქულა შემატეს; ორმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 10 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ახლა სერია ზღვსპირეთში გადაინაცვლებს: მესამე მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიმართება, ხოლო მეოთხე მატჩს 28 მაისს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი