
ბათუმი 22-წლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ჩემპიონია. თუმცა, ტიტულის მოპოვებაში გარჯას ნურც ქომაგებს დავუკარგავთ, რომლებმაც აჭარის მთავარი ქალაქის სპორტის სასახლე შეავსეს და მათი გამაყრუებელი მხარდაჭერა გახდა ის ენერგია, რომელმაც უიმედო მდგომარეობაში მყოფ გუნდს ბოლომე ბრძოლისკენ უბიძგა. ზღვიპირელებმაც ნამდვილი საჩემპიონო ხასიათი აჩვენეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მატჩის მსვლელობა ნერვების ნამდვილი გამოცდა გამოდგა, რაც მეოთხედების ანგარიშშიც იდეალურად აისახა:
I მეოთხედი (16:20): თსუ-მ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და საწყისი უპირატესობა მოიპოვა;
II მეოთხედი (25:14): მასპინძლებმა მეორე პერიოდში დიდებული თამაშით უპირატესობა დაიბრუნეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის სტატუსით გავიდნენ;
III მეოთხედი (13:23): თბილისელებმა მოახერხეს თამაშის გარდატეხა, პერიმეტრი ჩაკეტეს და მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს;
IV მეოთხედი (27:24): ნამდვილი ომი და კულმინაცია, რომელმაც მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 2:15 წუთით ადრე, თსუ-ს მოგება, ფაქტობრივად, ჯიბეში ედო. კვენტინ ჰარდრიქტის ზუსტი ორქულიანის შემდეგ თბილისელები 77:70 დაწინაურდნენ. შვიდი ქულის აღმოფხვრა დარჩენილ დროში საკალათბურთო განაჩენს ჰგავდა. თუმცა, აქ იწყება ბათუმური სასწაული. მაირინ ტომასმა ნახტომში ორქულიანით სხვაობა შეამცირა (72:77); ზღვისპირელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 1:32 წუთით ადრე – მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანი ჩააგდო და სტუმრები 80:72 დააწინაურა. დარბაზში ბევრს ეგონა, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ ბათუმმა წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა.
მოყოლებული ამ მომენტიდან, ყოველი წამი ოქროდ ფასობდა: 38:43 – ლევან ბაბილოძემ აკაკი დვალიშვილის პასით ეფექტური ლეი-აფი შეასრულა (74:80); 39:08 – კვენტინ ჰარდრიქტი შეტევაზე მიდის, თუმცა კარსონ ბაშამი ფანტასტიკურად უფარებს და თსუ-ს შანსს ართმევს; 39:14 – გიორგი ოჩხიკიძის დაცვაში მოხსნის შემდეგ, დავით ლომიძის პასით, კარსონ ბაშამმა სწრაფ შეტევაში ორქულიანი ლეი-აფი ჩააგდო და სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა (76:80); 39:39 – დავით ლომიძე ტაქტიკურად ჯარიმდება კურვოსიე მაკკოლზე. მაკკოლს ნერვებმა უმტყუნა: პირველი საჯარიმო ააცილა, ხოლო მეორე ჩააგდო (76:81); 39:42 – ტომასმა სამქულიანი ჩააგდო და სასახლე გადაირია (79:81); 39:43 – ბაბილოძე სასწრაფოდ ჯარიმდება ფევაძეზე. ალექსანდრე ფევაძე საჯარიმო ხაზზე დგება და… ორჯერვე არაზუსტია. მაირინ ტომასი დაცვაში უმნიშვნელოვანეს მოხსნას აკეთებს; 39:45 – ნიკა ჩეჩელაშვილი იძულებულია დაჯარიმდეს ტომასზე. მაირინ ტომასი საჯარიმოს ხაზიდან ორივე სროლას ცივსისხლიანად ათავსებს კალათში და ანგარიშს ათანაბრებს – 81:81; ბურთი თსუ-ს რჩებამ, მაგრამ ძირითადი დროის ბოლო წამზე ჰარდრიქტმა შესვლა გააცუდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა…
ოვერტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. თსუ ფსიქოლოგიურად სრულიად განადგურებული აღმოჩნდა, ბათუმმა კი მეტოქე დაცვაში უბრალოდ დაჩაგრა და დამატებითი დრო სუფთად, 9:0 მოიგო!
ფინალური სასტვენის ხმასთან ერთად, ბათუმის სპორტის სასახლეში ნამდვილი სიგიჟე დაიწყო – მოედანი წამებში გაივსო ასობით ქომაგით. ხალხი კალათბურთელებთან ერთად ტიროდა, ერთმანეთს, კალათბურთელებს იხუტებდა და ზეიმობდა ამ ისტორიულ ჩემპიონობას. დიდი ხნის განმავლობაში მოედანზე შეუჩერებელი ემოციური ტალღა ბობოქრობდა, რის შემდეგაც საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი დაიწყო.
თსუ-ს გუნდი ვერცხლის, ხოლო ბათუმი ოქროს მედლებით კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვეს.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად, სრულიად დამსახურებულად, ბათუმელთა დამრიგებელი ბუბა ბერიშვილი დასახელდა, რომელსაც შესაბამისი პრიზი ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ გადასცა.
ფინალური სერიის საუკეთესი მოთამაშე (MVP) და ამ მატჩის ნამდვილი გმირი მაირინ ტომასი გახდა – სპეციალური ჯილდო მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურა პატარიძემ გადასცა.
კულმინაციისას კი, დარბაზის მქუხარე ოვაციების ფონზე, საჩემპიონო თასი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ბათუმელთა კაპიტანს, ლევან ელიაძეს გადასცა.
იხილე მეტი
-
ჩოგბურთი
/ 1 საათის agoროლან გაროსის სენსაციების რიგი დგას
გააზიარეთროლან გაროსის დიდი სლემი სენსაციურად დაიწყო. ჯერ იყო და დმიტრი მედვედევი დამარცხდა ავსტრალიელ ადამ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 საათის agoკვარას შეუძლია მესის და რონალდუს გვერდით დადგეს
გააზიარეთბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის, შეუშლის თუ არა ხელს ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 საათის agoოთარ კიტეიშვილი: გვინდა, კაშია ღირსეულად გავაცილოთ
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი