გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონამ მოიგო, შენგელია MVP გახდა

გააზიარეთ

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში ბარსელონას მაისურით ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. კატალონიელებმა თელ ავივის მაკაბის 93:83 მოუგო, ხოლო ჩვენებური მატჩის MVP გახდა.

არადა, შენგელია საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25:12 წუთში 22 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თოკომ შვიდიდან ექვსი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და შვიდივე საჯარიმო ჩააგდო. პასივში სამი დაკარგა ჰქონდა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ბარსელონას ევროლიგაში 13 მოგება და შვიდი მარცხი აქვს. შენგელიას გუნდი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და სამეულს – ჰაპოელ თელ ავივს, ფენერბახჩესა და ვალენსიას მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება, ხოლო მეოთხეადგილოსან მონაკოსთან თანაბარი ბალანსი აქვს. ბარსა მომდევნო მატჩს შინ, აუტაიდერ სერბულ პარტიზანთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი