გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონას მესამე მოგება და მესამე ადგილი

გააზიარეთ

ევროლიგის მე-15 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა. ეს კატალონიელთა ზედიზედ მესამე მოგებაა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლეს. თუმცა, ტური ჯერ არ დასრულებულა და, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

თორნიკე შენგელია ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 29:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ რვიდან ოთხი ორქულიანი, რიდან ერთი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. თოკოს პასივში ორი დაკარგვა იყო, ხოლო მისი ვალიდურობის კოეფიციენტი – 15.

ბარსელონა მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს, სტუმრად გამართავს და პარიზს ეწვევა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი