გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონას შენგელიას კარგმა თამაშმა არ უშველა

გააზიარეთ

ევროლიგის მიმდინარე სეზონში კატალონიის ბარსელონა მეორეჯერ დამარცხდა, ამჯერად დუბაის წინააღმდეგ.

მიუხედავად თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩისა, ბარსელონა დუბაისთან დაძაბულ ბრძოლაში, 83-78 დამარცხდა.

შენგელია თავის გუნდში დარიო ბრიზუელასთან ერთად ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო – ორივე მათგანმა 19-19 ქულა ჩააგდო, შენგელიამ კი ამ მონაგართან ერთად 3 მოხსნა და 1 ასისტი გააკეთა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესოები ფილიპ პეტრუსევი და დუეინ ბეკონი იყვნენ. პეტრუსევმა 23 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა, ბეკონმა კი – 20 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი.

მარცხის მიუხედავად, ბარსელონა ახალ სეზონში მაინც საკმაოდ დამაჯერებელია – ხუთ მატჩში მათ ანგარიშზე სამი გამარჯვებაა, სატურნირო ცხრილში კი მეექვსე ადგილზე არიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი