გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ბარსელონა არ ჩერდება – ნიკოს შემდგომ კიდევ ერთი შემტევი

გააზიარეთ

კატალონიის ბარსელონამ თითქმის ბოლომდე მიიყვანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მეორე ტრანსფერი ნიკო ვილიამსის სახით, რომელიც ატლეტიკ ბილბაოდან ჰანსი ფლიკის გუნდს შეუერთდება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, შესაძლოა, ბლაუგრანამ კიდევ ერთი შემტევი დიამატოს მარკუს რაშფორდის სახით. ინგლისელმა ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნაწილი იჯარის წესით ასტონ ვილაში გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, ახლა კი ახალი გუნდის ძიებაშია.

როგორც ირკვევა, რაშფორდის ერთადერთი სასურველი გუნდი ბარსელონაა. Mundo Deportivo-ს ცნობით, მარკუსის მიზანი ზაფხულში კატალონიურ გრანდში გადასვლაა.

ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. სავარაუდოა, რომ ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები