გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი რომის მასტერსს მერვედფინალში დაემშვიდობა

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალი რუს ანდრეი რუბლევთან 6:3; 6:7; 2:6 წააგო და რომის მასტერსს მერვედფინალში დაემშვიდობა.

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო – პირველ სეტში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა იყო და 6:3 იმარჯვა; გამარჯვება მეორე სეტის დასაწყისშივე კიდევ უფრო გამოიკვეთა – ნიკამ მეტოქეს ჩაწოდება წაართვა. თუმცა, ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და გეიმების ანგარიშიც გაათანაბრა; საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც რუსი უკეთესი იყო და სეტიც წაიღო; ჩვენებურმა მესამე სეტი ცუდად დაიწყო და საკუთარი ჩაწოდება დათმო. მერე რუბლევი 4:1 დაწინაურდა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა…

შეგახსენებთ, რომის მასტერსზე ბასილაშვილმა რუბლევთან მარცხამდე ხუთი ჩოგბურთელი დაამარცხა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი