გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

როდიონოვი დამარცხებულია, წინ ალკარასია

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. მეტოქე მასპინძელთა სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი იყო, რომელიც ტურნირზე უაილდ ქარდით მოხვდა. ბასილაშვილმა 7:6; 6:1 მოიგო.

პირველ სეტში ნიკამ მეტოქე მეხუთე გეიმში დააბრეიკა. თუმცა, როდესაც მატჩზე აწვდიდა, შეცდომა დაუშვა და საქმე ტაიბრეკამდე მივიდა, სადაც მარტივად მოიგო – 7:3;

მეორე სეტში ნიკა ორი ბრეიკით 5:0 დაწინაურდა, რის შემდეგ მოგება პრობლემა აღარ იყო.

მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი