გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი 100 საუკეთესოში შევიდა და 50-ში სურს

გააზიარეთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ასეულში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ბასილაშვილის წინსვლა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულმა 250-იანმა ტურნირმა განაპირობა, სადაც ჩვენებური ფინალში გავიდა და იქ დანიილ მედვედევთან დამარცხდა.

ბასილაშვილმა ყაზახეთში 178 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 33 პოზიციით დაწინაურდა და ახლა, 631 ქულით კლასიფიკაციის 95-ე საფეხურზე იმყოფება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი:

„ფინალში დიდი ხანია არ მითამაშია. მოგეხსენებათ, ხელზე ოთხი ოპერაცია გავიკეთე, კონკრეტულად იდაყვზე და ჩოგბურთში დაბრუნება იოლი არ ყოფილა. დაახლოებით ორი წელი დამჭირდა, რათა სრულფასოვნად დავბრუნებულიყავი და ამ დონეზე მეთამაშა. უკვე 34 წლის ვარ. ცხადია, სათამაშოდ ბევრი დრო აღარ მაქვს, მაგრამ ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, კარგად ვთამაშობ და ვეცდები, რომ მომავალ წელს TOP 50-ში შევიდე ანდა სულაც ოცეულში მოვხვდე. ვნახოთ, რა გამოვა, როგორ ვითამაშებ… ვეცდები, რომ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლო“.

ჩვენებურმა ყაზახეთიდან ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადაინაცვლა, სადაც Erste Bank Open-ზე პირდაპირ ძირითად ბადეში ითამაშებს და პირველ წრეში უაილდ-ქარდის მოხვედრილს მასპინძელ იური როდიონოვს გაეჯიბრება.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ როდიონოვთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ესპანელ კარლოს ალკარასსა და რუს კარენ ხაჩანოვს შორის მოგებული იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი