გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა ჩილიჩს მოუგო და მერვედფინალშია

გააზიარეთ

ალმატის საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 34 წლის ბასილაშვილმა პირველ წრეში 38 წლის მარინ ჩილიჩს 6:2; 7:5 მოუგო. ჩილიჩი საჩოგბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურაა და ერთ დროს ATP-ს რეიტინგში მესამე ადგილზეც იყო.

ნიკამ პირველი სეტი მარტივად წაიღო: მეტოქეს სამი ბრეიკი აართვა, თავად კი, მხოლოდ ერთი დათმო; მეორე სეტი უფრო დაძაბული გამოდგა: ბასილაშვილი 1:4 ჩამორჩა, მაგრამ ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი მერვედფინალიც გაინაღდა.

ჩვენებურის მეტოქე მერვედფინალში არგენტინელი ფაკუნდო დიაზ აკოსტა იქნება.

ბასილაშვილი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, სადაც ჯერ იაპონელი ტარო დანიელი (6:2; 7:5), შემდეგ კი, ამერიკელი ადამ ვალტონი (6:4; 7:6) დაამარცხა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი