გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ბედოშვილმა პოლონეთს უპერსპექტივო რუსეთი არჩია

გააზიარეთ

21 წლის ფეხბურთელის, ვახო ბედოშვილის კარიერა თითქოს ზღაპარს ჰგავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ რანგით მეხუთე ლიგაში თამაშობდა, წელს ეროვნულ ლიგაში აღმოჩნდა.

ბედოშვილმა ორი წრე ითამაშა ეროვნული ლიგის გუნდ საგარეჯოს გარეჯში, სადაც მესამე ლიგელი ორბიდან იყო განათხოვრებული. მარჯვენა ვინგერმა თავი ისე გამოიჩინა, რომ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის გამოიძახა და ბედოშვილსაც სლოვაკეთში გარკვეული წუთები ერგო.

ახალაგზრდული ნაკრების ფეხბურთელებიდან ვინ პორტუგალიაში წავიდა, ვინ საფრანგეთის ლიგა 1-ს მიაშურა. ასე უნდა გაგრძელებულიყო ბედოშვილის ზღაპარიც – ფეხბურთელის შეძენით თურქული სამსუნი დაინტერესდა და ორბს დაუკავშირდა. კომუნიკაცია კი შედგა, მაგრამ რატომღაც თურქებმა საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს. სამაგიეროდ, გადაწყვეტილი იყო ბედოშვილის პოლონურ ვისლა პლოცკში გადასვლა.

პლოცკელები ორბს დაუკავშირდნენ, თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს და ფეხბურთელს დღეს პოლონეთში ელოდებოდნენ. თანახმა იყო თავად ფეხბურთელიც, მაგრამ…

მაშინ, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან ერთად პოლონეთში გასაფრენად ემზადებოდა, ბედოშვილს ვერ დაუკავშირდა, რადგან მისი ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა.

ჩვენი ინფორმაციით, ბედოშვილმა კლუბთან შეთანხმების გარეშე რუსეთს მიაშურა და კარიერის გაგრძელება იქაურ პარი ნიჟნი ნოვგოროდში გადაწყვიტა.

სავარაუდოდ, საქმეში ფინანსები ჩაერია, თორემ რატომ უნდა თქვას ახალგაზრდა ფეხბურთელმა პოლონეთში თამაშზე უარი და რუსეთი არჩიოს, რომელიც FIFA-სა და UEFA-ს მხრიდან სანქცირებულია და ამ ეტაპზე მომავალი არ აქვს.

უფრო ცუდი ის არის, რომ ფეხბურთელმა კლუბს არაფერი აცნობა. არადა, კონტრაქტი 2026 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებდა.

მსგავსი ფაქტები ქართული ფეხბურთის იმიჯზეც ცუდად მოქმედებს. კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გარდა, ორბს გარკვეული თანხაც ეკუთვნის. სავარაუდოდ, ამ საქმეს გაგრძელებაც ექნება…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები