გამოგვიწერეთ

ძიუდო

ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ

გააზიარეთ

6-7 დეკემბერს ტოკიო გრანდ სლემს მასპინძლობს, რომლის წილისყრაც დღეს გაიმართა. თავდაპირველი ვერსიით, საქართველოს დელეგაცია 13 ძიუდოისტით აპირებდა ასპარეზობას, წილისყრაში მონაწილეობა ყველამ მიიღო, მაგრამ ლაშა ბექაური (90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ტურნირს ჩაეხსნენ.

კაცთა შორის მონაწილეები არ გვეყოლება „მჩატე წონებში“ – 60 და 66 კილოგრამამდე. სხვა წონებში კი, წილისყრის შედეგები ასეთია:

გიორგი ტერაშვილი (73) იაპონელ კეიტო კიჰარას დაეჭიდება, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს, შემდეგ კი, პოლონელ პატრიკ ვავრჟიჩეკსა და ებრაელ იონათან ელბაზს შორის გამარჯვებულს შეხვდება;

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთი მონაწილე გვყავს და ზაურ დვალაშვილის მეტოქე სამხრეთკორეელი იუნ ჰიუნ პარკი იქნება;

90 კგ-ში გიორგი ჯაბნიაშვილი მეორე წრეში რუს ეგორ მალკინსა და პოლონელ პაველ დრჟიმალს შორის უმჯობესს დაელოდება. აქვე უნდა ეჭიდავა ბექაურსაც, მაგრამ ახლა მისი მეტოქე მეოთხეფინალში უბრძოლველად გავიდა;

ორ ქართველი იქნება 100 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც: ნიკა ხარაზიშვილი შვედ კარლ ბაატეს დაეჭიდება, ხოლო ილია სულამანიძე პირველ წრეში თავისუფალია და იაპონელი ნოზომუ მიკისა და სამხრეთკორეელი ჯუეიოპ ჰანის გამარჯვებულს ელოდება.

მძიმე წონაში პირველ წრეში იჭიდავებს ირაკლი დემეტრაშვილი, ვიცი მეტოქც ეგვიპტელი მოჰამედ აბორაკიაა. თუშიშვილს პირველ წრეში უნდა დაესვენა, მაგრამ ახლა სრულიად თავისუფალია;

ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57) სამხრეთკორეელ იუნა შინსა და სლოვენიელ იევგენია გაიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე წონაში ნინო ლოლაძე მონღოლ სოსორბარამ ლხაგვასურენს გაეჯიბრება;

მარიამ ჭანტურია (70) რუს მადინა ტაიმაზოვას დაუპირისპირდება;

მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილის მეტოქე კი, იაპონელი რური ფუჯიი იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ძიუდო