გამოგვიწერეთ

ძიუდო

სარდალაშვილი აბუ დაბიში ბრინჯაოს დასჯერდა

გააზიარეთ

22 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მედლისთვის ბრძოლაში სარდალაშვილმა იორე ვერსტრაეტენი საფინალო გონგამდე ოთხი წამით ადრე ვაზარიზე დასცა და მკერდი ბრინჯაოთი დაიმშვენა. არადა, ქართველ ძიუდოისტს ეს გრანდ სლემი 2022 წელს მოგებული აქვს.

შეგახსენებთ, სარდალაშვილმა მანამდე იცხაკ აშპიზი და ამან ბაკიტჟანი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან წააგო და ჭიდაობა ბრონჯაოსთვის მოუწია.

დღესვე ტატამიზე გავიდა თემურ ნოზაძეც (66), მაგრამ ყირგიზი ადის ოროზმატოვი კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში ფრან ვალიდ ხიართან წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

აბუ დაბიში ხვალაც ორ ქართველს ვიხილავთ და ორივეს 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში: დიმიტრი გოჩილაიძის მეტოქე ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი იქნება, ჯუმბერ მელაძე კი საბერძნეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ჩუთლაშვილს დაეჭიდება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო