გამოგვიწერეთ

ძიუდო

ილია მეოთხე და ორი ბრინჯაო

გააზიარეთ

იაპონიაში ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო და საქართველოს დელეგაციამ პირველივე დღეს სამი მედალი მოიპოვა – ოქრო და ორი ბრინჯაო.

მამაკაცთა შორის 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი დაამარცხა, ვისაც შემდეგ რუსები მიაყოლა – ნიაზ ბილალოვი და მატვეი კანიკოვსკი. სამი მოგებით ილია ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იაპონელ დოტა არაის დაეჭიდა, წუთსა და 24 წამში იპონზე დასცა და მეოთხე ქართველი გახდა, ვინც ტოკიოს გრანდ სლემი მოიგო.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა მერვედფინალში რუსი ეგორ მალკინს დაჯაბნა, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ გოკი ტაჯიმასთან წააგო და მედალს რეპეშაჟშიდან შეუტია. იქ კი ჯერ იაპონელ ჰიდეტოში ტოკუმუჩის მოუგო, ხოლო ბრინჯაოსთვის იტალიელ ტიციანო ფალკონეს.

ქალთა შორის ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავა ეთერ ლიპარტელიანმაც (57კგ). ეთომ სამხრეთ კორეელი იუნა შინი გაიარა, მაგრამ მეოთხედფინალში მასპინძელ აკარი ომორისთან წააგო რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბრაზილიელ შარლენ ნასიმენტოს აჯობა და ბრინჯაოსთვის ფრანგ სარა ლეონი სისიკის შეხვდა, ვისთანაც აქამდე ცხრავე ჭიდაობა ჰქონდა წაგებული, მაგრამ ნავსი ტოკიოში გატეხა მედალი ირგუნა.

დღესვე ტატამიზე ირაკლი დემეტრაშვილი (+100) და ნინო ლოლაძე (57) გავიდნენ, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო

  • ლაშა ბექაური იუბილარია

    გააზიარეთორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ქართველი ჯუდოკა ლაშა ბექაური იუბილარია. ბექაური 26...

  • ლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოს ნაკრები დატოვა

    გააზიარეთსაქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა....

  • ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

    გააზიარეთმსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ჯუდოს ევროპის ღუს პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა....

  • ლუკა მაისურაძე ფინალშია

    გააზიარეთმსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე სარაევოს ღია პირველობის ფინალში გავიდა. -90 კილოგრამში...