გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ და ორლანდომ ფლეი ოფი ხმაურიანად დაიწყეს

გააზიარეთ

NBA-ს ფლეი ოფი ორლანდომ ხმაურიანად დაიწყო. საუკეთესო რვა გუნდში პლეი ინიდან ბოლოს მოხვედრილი გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ დეტროიტს ესტუმრა და მოედნის უპირატესობა წაართვა.

სერიაში გამარჯვება ოთხ მოგებამდეა. ცხადია, არავინ იცის ბოლოს რა მოხდება, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ორლანდო 1:0 დაწინაურდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეგულარულ სეზონში გუნდებმა 2-2 მოგება გაცვალეს, ჩვენებურის გუნდს შანსი ნამდვილად რჩება.

ფლორიდელებმა პირველი მატჩში 112:101 იმარჯვეს და ამ საქმეში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 11:16 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ ორიდან ერთი ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მაგრამ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ორლანდომ მეტოქეზე ცხრა ქულით ნაკლები ჩააგდო. ეს გუნდში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. საერთოდაც, ფლორიდელთა მხოლოდ სამი კალათბურთელი გავიდა უარყოფით ბალანზე.

სერიის მეორე მატჩი კვლავ დეტროიტში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი