გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მონაკო და ბარსელონა ევროლიგის ფლეი ინში გავიდნენ

გააზიარეთ

დასრულდა ევროლიგის რეგულარული სეზონი და ცნობილია ექვსი გუნდი, რომელიც ფლეი ოფში ითამაშებს. კიდევ ოთხი კი, დარჩენილი ორი საგზურისთვის იბრძოლებს. მათ შორის არის თორნიკე შენგელიას ბარსელონა და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი მონაკო.

ბოლო ტურში ბარსელონამ მიუნხენის ბაიერნი 95:69 გაანადგურა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:23 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თოკომ დამიდან ერთი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო.

სეზონი დამაჯერებელი მოგებით დაასრულა მონაკომაც, რომელმაც ჰაპოელ თელ ავივს 105:85 აჯობა.

ფლეი ინში მონაკო პანათინაიკოსს ესტუმრება და გამარჯვებული მეოთხედფინალში რეგულარული სეზონის მეორეადგილოსან (ვალენსია) გაეჯიბრება.

დამარცხებულს კიდევ ერთი შანსი დარჩება: ფლეი ინში ბარსელონასა და ცრვენა ზვეზდას შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება. ამ წყვილში მოგებული ფლეი ოფში რეგულარული სეზონის პირველ ადგილოსანს (ოლიმპიაკოსი) შეხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი