გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის ორმაგი ტორონტოს მოსაგებად არ ეყო

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ ფლეი ოფის მეორე მატჩი კლივლენდთან სტუმრად 105:115 წააგო და სერიაში 0:2 ჩამორჩა.

სანდრო მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 20:31 წუთი დაჰყო, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. ეს მამუს პირველი ორმაგი დუბლია ფლეი ოფის სერიაში. ქართველმა კალათბურთელმა ხუთიდან ოთხი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ტორონტომ შვიდი ქულით მეტი ჩააგდო.

როგორც მოგეხსენებათ, სერია ოთხ მოგებამდე და ახლა კანადაში გადაინაცვლებს და ტორონტო მეტოქეს ორჯერ უმასპინძლებს. მოედნის უპირატესობას კი, კლივლენდელები ფლობენ.

ამ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე დეტროიტსა და გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს შორის გამარჯვებულს ეთამაშება. ძალიან რთული კი იქნება, მაგრამ ქართველთა ჯახი ფლეი ოფში საამო საცქერი იქნება…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი