გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძეს ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ფილადელფიას ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა სისქერსი სტუმრად 41 ქულით გაანადგურა – 144:103. „ჯადოქრების“ ამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი ბითაძემაც დაიდო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მოხნა დააკლდა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19:35 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა. გოგამ რვიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. პასივში ერთი დაკარგვა და სამი ფოლი ჰქონდა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდომ მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო.

ორლანდო 11 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა, ამ მაჩვენებლით კი, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი მომდევნო მატჩს კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი