გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის ოთხი ქულა და ორლანდოს მეხუთე ადგილი

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი გამთენიისას აღმოსვლეთ კონფერენციის ლიდერს, დეტროიტ პისტონსს ესტუმრა და 112:109 გაიმარჯვა.

ბითაძემ მოედანზე 14:18 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. გოგამ ორივე ორქულიანი ჩააგდო და სხვა პოზიციიდან არ შეუტევია. ჩვენებურს პასივში ოთხი პერსონალური ფოლი ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას გუნდმა მეტოქეზე ოთხი ქულით ნაკლები ჩააგდო.

ორლანდომ 12 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს კი, 2 დეკემბერს, ჩიკაგო ბულსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი