გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბოსნია უდიდესი დანაკლისის პირას – სამი კალათბურთელი ლაზარეთში

გააზიარეთ

სულ მალე ევრობასკეტ 2025 დაიწყება, ქვეყნები კი წლის მთავარი სანაკრებო ტურნირისთვის აქტიურად ემზადებიან, გამონაკლისი კი არც საქართველოს ნაკრების ჯგუფში მყოფი გუნდები გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჯგუფში იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, მასპინძელი კვიპროსი და ბოსნია-ჰერცოგოვინა არიან. სწორედ ეს უკანასკნელი ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას – მათ შესაძლოა სამი წამყვანი კალათბურთელი დააკლდეთ.

მოსამზადებელ შეკრებაზე მუცლის არეში სერიოზული ტკივილი იგრძნო გუნდის ლიდერმა ძანან მუსამ, რის გამოც მან მცირე ოპერაცია ჩაიტარა, ევრობასკეტამდე გამოჯანმრთელების შანსებს კი მედია მიზერულად აფასებს.

ბოსნიის დონის ნაკრებისთვის მუსას დონის ფიგურის გამოკლება უკვე დიდი დარტყმაა, თუმცა, მათთვის სამწუხაროდ, დანაკლისი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. კერძოდ, უახლესი ინფორმაციით, დაზიანებები მიიღეს კაპიტანმა მირალემ ჰალილოვიჩმა და ამერიკელმა ლეგიონერმა ხავიერ კასტანედამ.

ამ ორი კალათბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრ მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ორივე მათგანი MRI-ს გადაიღებს, რის შემდეგაც ცხადი გახდება, შეძლებენ თუ ვერა ევრობასკეტზე ბოსნიის ღირსების დაცვას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი