გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბუნდესლიგაში გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა

გააზიარეთ

გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მცველი ჰამბურგის სასტარტო შემადგენლობაში იყო და გლადბახთან გამართულ მატჩში 86 წუთის განმავლობაში ითამაშა.

ჰამბურგმა 7-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნება ქულით აღნიშნა. შეხვედრა გლადბახის წინააღმდეგ 0:0 დასრულდა. მასპინძლებს გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა მეორე ტაიმში გოლი გაუუქმეს და საბოლოოდ გუნდები ფრით დაკმაყოფილდნენ.

გოჩოლეიშვილმა მოედანზე აქტიურად იბრძოლა და მისი თამაში 6.5 ქულით შეფასდა…

22 წლის მცველი უკვე 33-ე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში ითამაშა.

ჰამბურგის მომდევნო თამაში 29 აგვისტოს გაიმართება, როცა გუნდი დერბიში ზანკტ პაულის შეხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი