გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

გადაწყვეტილება მიღებულია – რა ბედი ელის ბარკოლას

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ფონზე ბრედლი ბარკოლას სათამაშო დრო და მნიშვნელობა მკვეთრადაა შემცირებული, რის გამოც, ფრანგ ფეხბურთელს პსჟ-ს დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ.

Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, პსჟ-ში გადაწყვეტილება მიიღეს – ბარკოლა შემდგომ სეზონს კვლავ პარიზული გრანდის რიგებში დაიწყებს.

როგორც ირკვევა, პსჟ ბარკოლასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე იმუშავებს. ამჟამინდელი კონტრაქტი 2028-წლამდეა გათვლილი, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში ბარკოლას პარიზული მომავალი გაცილებით ხანგრძლივი იქნება.

მიუხედავად ამისა, პლეტენბერგი იუწყება, რომ პსჟ-ს მხრიდან სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობაც არაა გამორიცხული. შეიძლება ფრანგული გუნდის მხრიდან მაღალი დონის გარემარბის ტრანსფერი მაინც ვიხილოთ, ამჟამად კი ყველაზე რეალისტურად როდრიგო გოეშის ტრანსფერი მოჩანს მადრიდის რეალიდან, რომელსაც ამავდროულად ლონდონის არსენალი და ლივერპული აკვირდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები