გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

გიორგი აბუაშვილი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

გააზიარეთ

22 წლის გიორგი აბუაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ კლუბ მეცში ჩაირიცხა. ტრანსფერი ოფიციალურად უკვე დადასტურებულია.

როგორც ცნობილია, ფრანგულმა მხარემ ფოთის კოლხეთთან 1-წლიანი იჯარის შესახებ მიაღწია შეთანხმებას. სეზონის დასრულების შემდეგ კი მეცს ექნება შესაძლებლობა, ქართველი შემტევი სრულად დაიმატოს.

აბუაშვილის გადაბირებით რამდენიმე ფრანგული კლუბი, მათ შორის სენტ-ეტიენი და გენგამიც ინტერესდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ლიგა 1-ში დაბრუნებულ მეცზე შეჩერდა.

საინტერესოა, რომ გიორგი აბუაშვილი ბოლო წლებში ფოთის კოლხეთში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. 2024 წლიდან დღემდე მან კლუბის მაისურით 55 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეცმა სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი, გიორგი წიტაიშვილი დაიმატა, რაც მიუთითებს კლუბის დაინტერესებაზე ქართველებზე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები