გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იონსენი: “ქუთაისშიც ცხელა, მაგრამ აქ სუნთქვაც კი გაგვიჭირდა”

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედოს ნორვეგიელი ცენტრალური თავდამსხმელი, ბიორნ იონსენი, ყაზახეთში გამართული საპასუხო მატჩის წინ მედიასთან გამოჩნდა და უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ისაუბრა.

“ამ შეხვედრას დიდი ხანია ველოდით და ვფიქრობ, სათანადოდაც მოვემზადეთ. მზად ვართ იმისთვის, რაც წინ გველოდება.

ამინდი ძალიან მძიმეა. ქუთაისშიც კი ცხელა, მაგრამ აქ სუნთქვაც კი გაგვიჭირდა. მადლობას ვუხდით კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ყაზახეთში ოდნავ ადრე ჩამოვედით და აკლიმატაციის საშუალება მოგვეცა.

რაც შეეხება თამაშის შედეგს – მზად ვართ ნებისმიერი ანგარიშისთვის, რომელიც ჩვენი გასვლას უზრუნველყოფს მომდევნო ეტაპზე”, – განაცხადა იონსენმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ტორპედომ ორდაბასის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – ქართველების გამარჯვება 4:3 დაფიქსირდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები