გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ფორვარდი ვილიარეალის ძირითადში გამოჩნდა ატლეტიკოს წინააღმდეგ და 79-ე წუთზე შეცვალეს.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისა, შეხვედრა მისთვის იდეალური არ აღმოჩნდა – ვილიარეალი სეზონში პირველად დამარცხდა, ხოლო ატლეტიკომ პირიქით, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ანგარიში მე-9 წუთზე პაბლო ბარიოსმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ნიკო გონსალესმა, რომელმაც ასევე დებიუტი აღნიშნა, სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო შედეგი 2:0 დაფიქსირდა.

ვილიარეალს ამ დროისთვის 7 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 16 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 20 სექტემბერს ლა ლიგაში ოსასუნას მიიღებს.

ატლეტიკოს ანგარიშზე 5 ქულაა და მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში გუნდი 21 სექტემბერს მალიორკას ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები