გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

გიორგი პირველი – აიბარგება ალისონი?

გააზიარეთ

ალისონი თუ მამარდაშვილი? ვინ იქნება მომავალ სეზონში ლივერპულის ძირითადი მეკარე? ეს კითხვა არა მხოლოდ ქართველ, თვითონ მერსისაიდული გრანდის ქომაგებსაც აწუხებთ და ალბათ ჩვენსავით მარჩიელობენ.

ეჭვგარეშეა, რომ ალისონ ბეკერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია, თუმცა ქართველმაც დაამტკიცა, რომ კონკურენცია ნებისმიერთან შეუძლია და მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. აქ ისიც უნდა დავძინოთ, რომ ბრაზილიელმა მეკარემ გუნდის წინასასეზონო შეკრება ნაადრევად დატოვა და კლუბს მხოლოდ მოგვიანებით უკვე ინგლისში დაუბრუნდა.

მოკლედ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში სათადარიგოთა სკამზე საჯდომად რომ არ გადასულა ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მას ალისონთან კონკურენცია აღარ მოუხდეს. საქმე იმაშია, რომ გავრცელებული ინფორმაციით ბეკერის შეძენით ფენერბახჩეა დაინტერესებული.

თურქული კლუბი თავდაპირველად მანჩესტერ სიტიდან ედერსონის შეძენას გეგმავდა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ ალისონ ბეკერს განიხილავს. 32 წლის ბრაზილიელის თავისთან ხილვა ფენერბახჩეს მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოსაც სურს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ცხელი სატრანსფერო ზაფხულის დასრულებამდე ჯერ ბევრი დროა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები