გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გიორგი შერმადინი: მატჩის შემდეგ ერთად ვიზეიმოთ

გააზიარეთ

27 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. მეტოქე უკრაინაა. ეს მატჩი გამორჩეული იქნება 36 წლის გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თბილისში, ნაკრების მაისურით, ბოლოჯერ ითამაშებს. „შერმინატორი“ პირველად 2006 წელს ლუქსემბურგთან გამოჩნდა და ნაკრებს 20 წელი ეხმარებოდა. უკრაინასთან თამაში მისთვის 201-ე იქნება.

შერმადინი ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელსაც ექვს ევრობასკეტზე უთამაშია. ნაკრების ვიცე-კაპიტანს საქართველოსთვის 1 742 ქულა აქვს ჩაგდებული.

შერმადინმა მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სექტემბერში გადაწყდა, რომ უკრაინასთან ბოლოჯერ მეთამაშა თბილისში, ქართველი გულშემატკივრების თვალწინ. ევრობასკეტის შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა და დღე არ გასულა ამ თამაშზე არ მეფიქრა. არ მჯერა რომ ეს მოხდება, მაგრამ რასაც აქვს დასაწყისი, იმას დასასრულიც აქვს. ვფიქრობ, ეს დასასრული მოვიდა და საქართველოს ნაკრებს უნდა „გავეცალო“. ძალიან ვნერევიულობ, მინდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მოვიგოთ უკრაინასთან და ასე გამარჯვებული დავემშვიდობო ქართველ გულშემატკივარს. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი არც ხვალ მოგვაკლდება და მატჩის შემდეგ ერთად ვიზეიმებთ.

შემდეგ ესპანეთთან ვითამაშებ ტენერიფეში, რომელიც უკვე ჩემი სახლივით არის და სანაკრებო კარიერას დავასრულებ. მადლობა ამ 20 წლისთვის. მეც რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. გვქონდა კარგი მომენტებიც, მაგარი თამაშებიც ჩავარდნებიც… მაგრამ არასდროს დამიხევია უკან, ნაკრებშიც ყოველთვის „პირველი“ ჩამოვდიოდი“, – თქვა შერმადინმა.

საქართველო-უკრაინის მატჩი 27 ნოემბერს, თბილისი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი