გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გონიოს პრეზიდენტი: ლოკომოტივიდან იწყება არ დავიწყება

გააზიარეთ

ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტურში თბილისის ლოკომოტივი 18 აგვისტოს გონიოს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ გონიოს პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

„უმაღლესი მიზნის მისაღწევად მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო, ვიცი, რომ ადვილი მატჩი არ გველოდება, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების – ისინი ლოკოსთან მოიგებენ აუცილებლად.“

პრეზიდენტმა ასევე დაამატა:

„ლოკომოტივიდან იწყება არდავიწყება, გონიო გაჩერებას არ აპირებს. ყველა საშინაო მატჩზე თქვენი თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება. ვმუშაობთ ორ საინტერესო ტრანსფერზე, რომელიც ძალიან ახლოსაა შეთანხმებასთან.“

გონიო ამჟამად სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს, ლოკომოტივი კი მეექვსე ადგილზეა და გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი