გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ლუკა პარკაძის ახალი კლუბი ცნობილია

გააზიარეთ

20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა პარკაძემ შესაძლოა კარიერა ავსტრიაში გააგრძელოს. ავტორიტეტული ავსტრიული გამოცემა laola1 წერს, რომ რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე აუსტრია ზალცბურგი ახალგაზრდა ტალანტის დამატებით ინტერესდება.

კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმების გამო აკლია და შემადგენლობის გაძლიერება სურს. სპორტული დირექტორის, როლანდ კირხნერის განცხადებით, ტრანსფერზე დიდი თანხების დახარჯვას არ გეგმავენ, თუმცა მიზნად გუნდის ხარისხობრივი გაძლიერება აქვთ.

პარკაძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. 2023 წლის ზაფხულში ის მიუნხენის ბაიერნმა შეიძინა და შემდგომში იჯარით ჯერ ავსტრიულ ადმირაში, შემდეგ კი გერმანულ ალტგლინიკეში გააგრძელა თამაში.

აუსტრია ზალცბურგი ახალი სეზონიდან ავსტრიის მეორე დივიზიონში იასპარეზებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი