გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გონიოში სამი ახალი მოთამაშე გამოჩნდა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი საფეხბურთო კლუბი გონიო სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აქტიურად ჩაერთო შემადგენლობის გაძლიერების პროცესში. კლუბმა ერთდროულად სამი ახალწვეული წარადგინა, რომლებიც სეზონის მეორე ნახევარში გუნდის წარმატებისთვის იბრძოლებენ.

ერეკლე ჯიჯავაძე – ნახევარმცველი, რომელიც კლუბს ფოთის კოლხეთიდან შეუერთდა. ჯიჯავაძე ბათუმის დინამოს აღზრდილია და ასევე უთამაშია რუსთავის გუნდშიც.

იაროსლავ კოტლიაროვი – გამოცდილი მეკარე, რომელმაც ბოლო სამი სეზონი ფოთის კოლხეთში გაატარა. აქამდე კი ასპარეზობდა უკრაინულ დონეცკის ოლიმპიკში. გონიოში მისგან საიმედო თამაშს ელიან.

ჯაბა კასრელიშვილი – ცენტრალური მცველი, რომელიც გუნდის რიგებს საგარეჯოს გარეჯიდან შემოუერთდა. მან ამ კლუბში ბოლო სამი წელი გაატარა და ასევე უთამაშია ცხინვალის, გაგრასა და თბილისის მერანის შემადგენლობებში.

გონიო ამ ეტაპზე ეროვნული ლიგა 2-ში 20 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება და ახალი შენაძენებით მიზნად სერიოზული წინსვლა აქვს დასახული.

კლუბი აცხადებს, რომ სატრანსფერო სიახლეები ამით არ მთავრდება და ეტაპობრივად უფრო დეტალურ ინფორმაციასაც გაავრცელებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი