გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი გულიაშვილი თურქული გრანდების რადარზეა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბოსნიური სარაევოს 23 წლის თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი შეიძლება თურქეთის სუპერლიგაში ვიხილოთ. მასით სერიოზულად ინტერესდებიან სამსუნსპორი და ტრაბზონსპორი.

თურქულ მედიაში მას ქართველ ვარსკვლავს უწოდებენ და განსაკუთრებით გამორჩეული სეზონისთვის აქებენ. გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 16 გოლი და 5 საგოლე პასი დააგროვა, ბოსნიის თასი მოიგო და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამსუნსპორი უახლოეს დღეებში დაიწყებს ოფიციალურ მოლაპარაკებებს. გულიაშვილს შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და იდეალურად ერგება კლუბების ახალ სატრანსფერო პოლიტიკას, რომელიც ახალგაზრდებზეა ორიენტირებული.

გიორგის ბოსნიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი ფასი დაახლოებით 2-3 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გულიაშვილი საბურთალოს (ამჟამად იბერია 1999) აღზრდილია და 2023 წლიდან ბოსნიაში თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში კი მას უკვე 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები