გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

გორგოძე კანბერის ტურნირის მერვედფინალშია

გააზიარეთ

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს. თუმცა, მანამდე ძალებს კანბერის ტურნირზე ცდის და მერვედფინალში თამაშის უფლებაც გაინაღდა.

ჩვენებურმა ძირითადი ეტაპის პირველ წრეში ამერიკელი ელვინა კალიევა სამ სეტში დაამარცხა – 6:2, 6:7, 7:6.

გორგოძემ პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე კი ტაიბრეიქზე დათმო. საქმე მესამე სეტშიც ტაიბრეიქამდე მივიდა, სადაც მარტივად იმარჯვა.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იაპონელი მოიუკა უჩიჯიმა იქნება. ქართველისა და იაპონელის დაპირისპირება 7 იანვარს შედგება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი